ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში სამ ლოკაციაზე, მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა
26 აპრილი, 2018

თბილისის მერია სამ ლოკაციაზე - გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

სამივე ტერიტორიაზე ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა.

„მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რათა შევძლოთ ამ მიმართულებით ქალაქის პრობლემის მოგვარება. ჩვენ მზად ვართ, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ დედაქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გაკეთება კომპანიებს მოუწევთ.

ჩატარებულია კვლევის მიხედვით, დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 10 ლოკაციაა შეღცეული.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.