ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დაიდგმება
24 მაისი, 2018

თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დაიდგმება. პროექტი "შენი იდეა თბილისის მერს" ფარგლებში მომზადდა, რომელშიც მოსახლეობაა ჩართული დედაქალაქისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელების მიზნით.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში გამოვლინდა პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების პროექტის გამარჯვებული. 

"ეს იდეა თანხვედრაშია ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ქვეყანას აქვს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე. უკვე დავიწყეთ ამ იდეის განხორციელებაზე მუშაობა და გვინდა კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რომელსაც სურს პოლიეთილენის ბოთლების გადამუშავება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში ეტაპობრივად უზრუნველვყოთ ამ კატეგორიის ნარჩენების შემგროვებელი ურნების დამონტაჟება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.