ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება
14 სექტემბერი, 2018

მომავალი წლიდან, თბილისში პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა.

ახალი მოდელი ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, რაც როგორც კახა კალაძე განმარტავს, კანონპროექტის სახით უკვე მომზადებულია და პარლამენტს გადაეგზავნება.

თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მოუწოდა, მუნიციპალური პარკინგის ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ.

„ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში ხშირია მუნიციპალურ პარკინგზე ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებების განთავსების შემთხვევები, რომლებიც გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. საპარკინგე ადგილებზე ხშირად მისაბმელიანი მანქანები უყენიათ. ზოგ შემთხვევაში, საქმე ეხება ვიზების გაცემას, ზოგ შემთხვევაში, ტურისტულ მომსახურებას. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა. პარკინგი, თავისი შინაარსით, არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და პარკირება განახორციელოს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკირების ლოკაციებით ისარგებლონ და ეს ადგილი არ იყოს გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში საკმაოდ ბევრი ადგილია გამოყოფილი ეკონომიკური საქმიანობისთვის და მსურველებს, მათი შესაბამისად გამოყენება შეუძლიათ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.