თბილისში „ომეგა ჯგუფი“ ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. უნივერსალური მინი ქალაქი დიდ დიღომში აშენდება.
მრავალფუნქციური კომპლექსი 160 000 კვ მეტრზე აშენდება. ტერიტორიის 60% გამოიყოფა საცოვრებელი კომპლექსისთვის, 40% დაეთმობა კომერციულ ფართებს, რეკრეაციულ ზონას და გასართობ ცენტრებს, ჯამში ტერიტორიაზე 40 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
როგორც ტელეკომპანია „იბერიასთან“ საუბრისას ომეგა ჯგუფის გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, თბილისი სეისმო აქტიურ ზონაშია და მშენებლობისას გათვალისიწნებული იქნება ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც აქ მცხოვრებთა უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.
გარდა ამისა, სახურავებზე მოეწყობა გამწვანებული ზონები და თბილისში ეს იქნება ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა ადგილი.
ახალ ქალაქში 5000 ოჯახი იცხოვრებს და როგორც კომპანიაში ამბობენ გარემო მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებსა და ბიზნეს ინტერესებზე მორგებული. პროექტის ავტორი ბრიტანელი სპეციალისტია, რომელიც გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში საუკეთესო ქალ არქიტექტორად დასახელდა. მშენებლობა 400-ი მილიონი ლარის ბრიტანულ-ქართული ინვესტიციით განხორციელდება. პროექტი ამ ეტაპზე მერიაშია გაგზავნილი, ინიციატორები მშენებლობის ნებართვას ელოდებიან.
www.travelingeorgia.ge