თბილისში ახალი სასტუმრო ბრენდი Moxy გაიხსნა. Moxy, Marriott International-ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ინოვაციური ბრენდია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პირველად, საქართველოში გაიხსნა!
ბუტიკის კონცეფციის სასტუმროში 130 ოთახია. სასტუმრო დახვეწილი დიზაინის, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ხელმისაწვდომი ფასის მიქსია. Moxy-ს ბრენდის მთავარი განმსაზღვრელი არის დამოკიდებულება და ის ემოციები რასაც ვიზიტისას იღებს სტუმარი, ფასი კი სასიამოვნო მოულოდნელობაა.

სასტუმროს კონცეფცია განსხვავდება თბილისში არსებული სხვა ბრენდებისგან. სასტუმროს აუდიტორიას წარმოადგენს დინამიური, სიახლეზე ორიენტირებული, ტრენდ-სეტერი, ახალგაზრდა ბიზნეს მოგზაურები და თავგადასავლების მაძიებელი ტურისტები. ისინი მუდამ ისწრაფვიან ინოვაციებისა და ახალი შეგრძნებებისკენ. მათთვის მსოფლიო – აღმოჩენების, თავგადასავლებისა და რაც მთავარია – წარმატების მიღწევის უსაზღვრო შესაძლებლობის მქონე ადგილია. გართობისა და საქმის შეთავსება მათი სტილი და განუყოფელი ნაწილია.
MOXY-ს მთავარი მისია სტუმრისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ჩუქებაა და ქმნის ატმოსფერულ, ექსცენტრიულ გარემოს, გეგმავს უამრავ აქტივობას, რათა ერთმანეთს კულტურები და მონათესავე სულები შეახვედროს.
ლობი ყველა ძირითადი აქტივობის – სხვადასხვა შეჯიბრის, ღონისძიების მთავარი ლოკაცია იქნება. აქ თითოეული სტუმრისთვის დაუვიწყარი ისტორია, სახელად #AttheMoxy, შეიქმნება. მიმღების ფუნქციას აქ ბარი შეითავსებს და სტუმრებს ჩამოსვლისთანავე კოქტეილით გაუმასპინძლდება, ასევე იქნება სარელაქსაციო ზონა, მეგობრებთან შესახვედრად განკუთვნილი უზარმაზარი მაგიდით. MOXY ყველას, ყველას სთავაზობს უამრავ თამაშს, რომელსაც მისი კრეატიული, ენერგიული, უკომპრომისო და ექსცენტრიული Crew გაუძღვება. ვინაიდან მოქსის სტუმარი მუდმივ მოძრაობაშია და ხანგრძლივი ლანჩისა და სადილისთვის დრო არ რჩება, სასტუმრო მათ grab & go კონცეპციის მაღაზიას შესთავაზებს.

სასტუმრო ზაარბრიუკენის მოედანზე, კომპანია „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ კომპლექსში მდებარეობს. სასტუმროს გარდა აქ საოფისე ფართები და კოლორიტული რესტორნები „ჩელა“ და „პური გულიანი“ იქნება წარმოდგენილი. დიზაინში ქართული კულტურის დეტალები და აქცენტები ფიგურირებს, მათი ტანდემი „ჩელასა“ და „პური გულიანთან“ ერთად, სტუმრებს ადგილობრივ კულტურას ჩამოსვლის დღიდანვე აზიარებს.
www.travelingeorgia.ge