თბილისში ავტობუსების გაჩერებებზე მგზავრთა გადახურული მოსაცდელები მოეწყობა. დედაქალაქის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი 80 მოსაცდელის მშენებლობაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 442 000 ლარია.
ტენდერის პირობების მიხედვით, მოსაცდელები წლის ბოლომდე მოეწყობა.
სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ მოსაცდელი გაიყოფა ორ ნაწილად და ხელს შეუწყობს შშმ პირების მარტივად ჯიხურში შესვლას. კონსტრუქციის შიგნით მოხაზული იქნება შშმ პირების აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნა. კონსტრუქცია დამუშავებულ იქნას ანტიკოროზიული საღებავით და შემდგომ შეიღებოს ორ ფენად მუქ ნაცრისფერ გარე გამოყენების შესაბამისი საღებავით. მოწყობილი კონსტრუქცია დამაგრებული უნდა იყოს რკინა-ბეტონის ანკერულ სისტემაზე, რადგან მოთხოვნის შემთხვევაში მისი გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს, ასევე მისი სიმყარისთვის გამოყენებულ იქნას კონსტრუქციაზე მიმაგრებული მყარი ლითონის ფურცლები.
კონსტრუქციაზე გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ასევე აკრედიტირებული მსგავსი ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა, ასევე თითოეული ობიექტი უნდა აკმაყოფილებეს აღნიშნული ექსპერტიზის მიერ დასრულებული და მითითებულ ადგილას მოწყობილ კონსტრუქციის ნორმებს.
www.travelingeorgia.ge