ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში 200-მდე ელექტროავტობუსი 2020 წლიდან შემოვა
23 ოქტომბერი, 2018
თბილისში 2020 წლიდან ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი ივლის. 
 
თბილისის მერმა გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
 
"კვლევის შედეგებმა, რომელსაც „სისტრა“ ატარებს, აჩვენა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18-მეტრიანი. ვფიქრობთ, რომ 2020 წლიდან, ის 550 ავტობუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით, 900 ერთეულამდე  გავზარდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, 2019 წლის შემდეგ, თბილისში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება, რაც დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
 
2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს  უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.