12 ოქტომბერს, თბილისში, სააკაძის მოედანზე ახალი 60-ნომრიანი სასტუმრო „ამერი პლაზა“ გაიხსნება.
17-სართულიანი კომპლექსი მოიცავს როგორც სასტუმრო ნომრებს, ისე აპარტამენტებს და საოფისე ფართებს.
სასტუმროს ჯამური ინვესტიცია $9 მლნ-ია და ის მთლიანად ქართული ინვესტიციებით აშენდა. ინვესტორი კომპანია „ამერი დეველოპმენტია“, რომლის დამფუძნებელი კომპანია „ჯითი მოტორსია“. სასტუმროს მართვას კი, შპს „ამერი პლაზა-ჰორეკა ჯგუფი“ განახორციელებს.
როგორც „საქმის კურსს“ „ამერი პლაზა-ჰორეკა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა, სასტუმროში განთავსების ფასი 100 ლარიდან 400 ლარამდე იქნება და ღირებულებაში საუზმეც შევა.
„გაზრდილი ტურისტული ნაკადების ფონზე მსგავსი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნა მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ჯერ ოფიციალურად არ გაგვიხსნია, 45%-ით მთელი წალის განმავლობაში უკვე დატვირთული გვაქვს. ტურისტებს შორისაა ირანელები, არაბები, პოლონელები და რუსები“, - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.
www.bm.ge