“ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ თბილისის ზღვაზე ეკოქალაქს ააშენებს. „ეკო გრინ სითის“ მშენებლობა თბილისის ზღვის ტერიტორიის მიმდებარედ ეკოქალაქის მშენებლობას და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასტუმროს, დასასვენებელი კომპლექსის, სკოლის, საბავშვო ბაღის, სამედიცინო ცენტრისა და სხვადასხვა რეკრეაციული ზონის განთავსებას გულისხმობს. პროექტის საინვესტიციის მოცულობა 700 მილიონი ევროა.
გასართობ-რეკრეაციული ზონები ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით აშენდება, ხოლო ჰაერის სისუფთავე განახლებადი ენერგიების გამოყენებით შენარჩუნდება.
კომპანია მშენებლობას საპარტნიორო ფონდთან” პარტნიორობით იწყებს და მხარეებს შორის რამდენიმე დოკუმენტი უკვე გაფორმდა.
პროექტის განხორციელების შედეგად, როგორც საპარტნიორო ფონდში ამბობენ, 2030 წლისთვის თბილისის ზღვის ტერიტორია ნამდვილ ოაზისად გადაიქცევა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც პროექტის ინვესტორს “ჯინო ინვესტი” (რომელიც სლოვაკურმა კომპანიამ „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ დააფუძნა) შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად ეტაპობრივად გადაეცემა. როგორც პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე გაცხადდა ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, 83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.
www.travelingeorgia.ge