თბილისში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას. გადაწყვეტილების შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას დაანონსა.
აღნიშნა, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა სამართალდამცველი სისტემისთვის ერთგვარი გამოწვევაა.
„ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, სამართალდამცველი სისტემისთვის კი დიდი გამოწვევა, ტურისტების ასეთ „ტრაფიკს“ მოჰყვება გარკვეული რისკებიც. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისში კონკრეტული ლოკაციები და მარშრუტები. ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად მიემატება 20 ეკიპაჟი. ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების კორპუსი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.
www.travelingeorgia.ge