თბილისის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ჩაირთვება ქალაქის განათებებიც. კახი კალაძის თქმით, "წელს თბილისს ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება".