თბილისის მეტროს რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი 12 მლნ ევროთი დააფინანსებს
თბილისის მეტროს რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი 12 მლნ ევროთი დააფინანსებს
2018-2019 წლებში თბილისის მეტროს რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 12 მლნ ევროთი დააფინანსებს.
პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილია.
პროექტს თბილისის მერია, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ განახორციელებენ.
შესაბამისი „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - „პროექტი 5-ის“ შეთანხმება საქართველომ აზიის განვითარების ბანკთან (ADB) უკვე გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.