ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის მერია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს
12 აპრილი, 2018

დედაქალაქის მერია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს. უკვე ერთდროულად რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო, მათ შორისაა დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩა, პროექტის ბიუჯეტი 2 მლნ ლარია. ამადროულად დაიწყო რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარია.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები.

სამუშაოების ფარგლებში საჭირო გახდება ტრანსპორტის მოძრაობის ეტაპობრივი შეზღუდვა, რასაც როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს.

ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვეს გაგრძელდება და 2,3 მლნ ლარი დაიხარჯება.

ასევე, დაიწყება მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაციაც.

„რამდენიმე დღეში დაიწყება გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე მდებარე ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია და სამუშაოები 2019 წელს დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.