თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-ჰოტელი Maison Boutique Hotel-ი გაიხსნა.
სასტუმროში, რომელიც 14 - ნომრიანია და 3,5 მლნ ლარზე მეტი გერმანული და ესპანური ინვესტიცია განხორციელდა.
სასტუმროს ინტერიერი და ნომრები საერთაშორისოდ აღიარებულმა იტალიელმა არქიტექტორმა ჰემბერტ პენარანდამ დააპროექტა. სასტუმროს შენობა მე-19 საუკუნეში აგებული კულტურული ძეგლია, რომლის ფასადიც ამ ეპოქის შესაბამისად შენარჩუნდა.
ინვესტორი მომავალში გეგმავს დამატებით 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და სასტუმროს ნომრების რაოდენობის 25-მდე გაზრდას, მოეწყობა ასევე საკონფერენციო დარბაზი, აუზი, სპა-ცენტრი და რესტორანი.
www.travelingeorgia.ge