თბილისის ცენტრში სასტუმრო “ჰუალინგის” მშენებლობა წელს დაიწყება. 120-ნომრიანი სასტუმრო ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში იქნება.
როგორც BM.GE-ს "ჰუალინგის" პროექტების მენეჯერმა გეორგია გოგიამ განაცხადა, ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტირებაზე მიდის მუშაობა. პროექტის ფარგლებში არ იგეგმება შენობის დემონტაჟი, მოხდება მხოლოდ რეკონსტრუქცია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 2015 წლის ივნისში 9 მილიონ 450 ათას დოლარად გაიყიდა. "ჰუალინგი’’ ვალდებული იყო 2016 წლის 1-ლი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო გაეშვა ექსპლუატაციაში, თუმცა პროექტის განხორციელებამ დროში გადაიწია.