თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკს წელს 100 ახალი ავტობუსი შეემატება.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ყვიტელი ავტობუსების პარკმა რესურსი ამოწურა, შესაბამისად, 4 წლის განმავლობაში თბილისში არსებულ ყვითელ ავტობუსებს ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებს.
„წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. აუცილებელი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ევროპული ტიპის ავტობუსების შემოყვანა. აუცილებლად 4 წლის განმავლობაში მოვახერხებთ 700 ახალი ავტობუსის შემოყვანას და ყვითელი ავტობუსის პარკის სრულად ჩანაცვლებას“.
კახა კალაძის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის და რაც მთავარია, კომფორტული ავტობუსების შემოსაყვანად წელს ბიუჯეტში საჭირო სახსრები გათვალისიწნებულია.
მერი ამბობს, რომ ძველი ავტობუსების გამონაბოლქვი სერიოზულ პრობლემას უქმნის ქალაქს, ახალი 100 ავტობუსის შემოვოყვანა დედაქალაქში შეამსუბუქებს არსებულ მდგომარეობას.