თბილისის ავტობუსების პარკი 90 ახალი ავტობუსით განახლდება.
მერიის მიერ ახალი ავტობუსების შესყიდვაზე მიზნით გამოცხადებულ ტენდერში „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 45 მლნ ლარის შესყიდვაზე გაფორმდა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება მნიშვნელოვანია და ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ავტობუსები სრულად 2018-2019 წლებში განახლდება და ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კომპანია დედაქალაქში 90 ახალი ავტობუსის შემოყვანას ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ცხრა თვის ვადაში უზრუნველყოფს.
www.travelingeorgia.ge