თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება – დეკემბრის ბოლოსთვის აეროპორტი 3 მლნ მგზავრს მოემსაურება
იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 943 417 მგზავრი გაატარა, მე-3 მემილიონე მგზავრს დეკემბრის მეორე კვირაში მიიღებს.
ამ რაოდენობის მგზავრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მიუღია, შესაბამისად მომავალ კვირაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდს დაამყარებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მზარდია, რაც ქვეყანაში ტურისტრების ზრდასთანაა პირდაპირ კავშირში.
მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა გაფართოება დაიწყო და მიმდინარე წელს აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი გაიხსნა. მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო და პირველი მგზავრები მიმდინარე წლის 12 ივლისს მიიღო. ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12 000 კვ მეტრია. ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფრინავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში 4 ავტობუსის კარი და 5 ახალი თვითმფრინავის სადგომია. ასევე, მოეწყო 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი. შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებით წელიწადში 4 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
www.bpi.ge