ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის აეროპორტიდან ფრენა აზერბაიჯანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დაიწყო
02 სექტემბერი, 2017

გუშინ აზერბაიჯანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიკომპანია Buta Airways-მა ბაქო-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. ავიაკომპანია რეისებს კვირაში ოთხჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს ემბრაერის E190/E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. 

Buta Airways აზერბაიჯანის ფლაგმანი ავიაკომპანიის AZAL-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.