ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა
29 მარტი, 2019

ლონდონში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2019“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეექვსედ დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, თბილისის, რიგის, ბრატისლავას ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები 2019 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდა.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.