ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორისაა
28 მარტი, 2018

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეხუთედ დასახელდა. თბილისის აეროპორტი ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, რიგის, ბელგრადის, ბრატისლავას, სოფიას და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტებს შორის მოხვდა.

რეიტინგი მგზავრთა გამოკითხვის საფუძველზე ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანიამ Skytrax-ი გამოავლინა.

2018 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტი სტოკჰოლმში გამართულ Skytrax World Airport Awards 2018-ზე გამოავლინეს

Skytrax გავლენიანი კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.