ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი ბაზარზე პოზიციებს იმყარებს და ევროპის მიმართულებით იწყებს ფრენებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, MyWay Airlines-ი თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებს.
რეისები კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
დღეისათვის თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები არ ხორციელდება.
www.travelingeorgia.ge