ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი-ვენა-თბილისის ავიაბილეთი 300 ლარად – Georgian Airways-ისა და თიბისის შეთავაზება
16 აგვისტო, 2017

Georgian Airways-ი და „თიბისი ბანკი“  ერთობლივ აქციას იწყებს.

თიბისის საკრედიტო ბარათის მფლობელებს თბილისი-ვენა-თბილისის ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა მხოლოდ 300 ლარად შეუძლიათ.

Georgian Airways ინფორმაციით, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია – სულ აქციის ფარგლებში გაიყიდება 120 ბილეთი.

ავიაბილეთები გაიყიდება 16 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან 23 აგვისტოს ჩათვლით/ან ბილეთების ამოწურვამდე; მგზავრობის პერიოდია 28 სექტემბერი – 2 ნოემბერი, Georgian Airways-ს ფრენის განრიგის მიხედვით.

აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ საკრედიტო ბარათის – ერთგული / პრაიმ ბარათი პლატინუმი; საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი გოლდი საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი კლასიკი – მფლობელებს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.