თბილისი თურქული ჩაის გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩაი თურქული კულტურის მნიშვნელოვანი სეგმენტია.
გამოფენა 16 აგვისტოს გაიმართება.
საელჩოს ცნობით, თურქული ჩაის ბრენდი Çaykur-ი (“ჩაიქური“) 10:00 საათიდან 22:00 საათამდე რიყის პარკში მოაწყობს პროდუქციის გამოფენას, 18:00 საათზე კი გამართავს პრეზენტაციას, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული და თურქული ხალხური ცეკვები.
www.bpi.ge