მაისში, თბილისი საქმიანი ტურიზმის შეხვედრას უმასპინძლებს.
IMG MICE Geography Show ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ჩართულობით, “B2B Workshop“-ის ფორმატით გაიმართება.
ღონისძიებაზე წარდგენილი იქნებიან მონაწილეები, როგორც საქართველოდან, ასევე, აზერბაიჯანიდან სომხეთიდან. ღონისძიებას დაესწრება 100-მდე წამყვანი უცხოური კომპანია.
გაიმართება პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები.
პროექტის დეტალები ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმა გააცნეს.