თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Caucasus Travel Fair „ექსპო ჯორჯია“-ში იმართება.
მე-20 საიუბილეო ტურისტული გამოფენის გახსნას სხვადასხვა საჯარო უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
გამოფენაზე მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კომპანიები და ორგანიზაციები. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გააცნონ საზოგადოებას სხვადასხვა ტურისტული პროდუქტი.
Caucasus Travel Fair 12 აპრილს გაიხსნა და 14 აპრილს დასრულდება. ღონისძიება დატვირთულია სხვადასხვა აქტივობებით, იმართება ვორქ-შოპები, პრეზენტაციები და გათამაშებები.
14 აპრილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტ „ჩექ ინ“-ის მხარდასაჭერად გეგმავს წამახალისებელი გათამაშების მოაწყობას. ამავდროულად ადმინისტრაციის ორგანიზებით ამავე დღეს სტუდენტური კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები" გაიმართება.
www.travelingeorgia.ge