2019 წლის იანვარში თბილისი მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს WFTGA Convention უმასპინძლებს.
ტელე იმედის ცნობით, კონგრესის წინამოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ალუშკა რიჩი და ვიცეპრეზიდენტი მერი კემპ-კლარკი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ.
გიორგი ჩოგოვაძემ სტუმრებს ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტები გააცნო.
10 დღის განმავლობაში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის დელეგაციის წევრები შერჩეული ობიექტების, სამუშაო ჯგუფის, სატრანსპორტო კომპანიების და დაგეგმილი მიმართულებების ინსპექტირებას მოახდენენ.
მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს საქართველოში მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 500 ტურისტული გიდი დაესწრება.
www.travelingeorgia.ge