თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმს და მსხვილი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს
თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმ Connect-ს უმასპინძლებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირდნენ საერთაშორისო ავიაკომპანიები: KLM Royal Dutch Airlines, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და ა.შ.
ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ თანამშრომლობას სხვადასხვა ავიამიმართულებაზე.
თითოეული კომპანიის წარმომადგენელს ასევე საშუალება ექნება გაეცნოს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ღირსშესანიშნაობებს.
ევროპის საავიაციო ფორუმი 20-22 თებერვალს გაიმართება.
www.travelingeorgia.ge