ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი ევროპის ეკოტურიზმის V საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
26 აპრილი, 2018

თბილისი ევროპის  ეკოტურიზმის V საერთაშორისო კონფერენციას EuroEco18 უმასპინძლებს. ღონისძიება 10-14 სექტემბერს გაიმართება და მისი ადგილობრივი ორგანიზატორი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაა.

ამ ეტაპზე  მიმდინარეობს კონფერენციის საორგანიზაციო საკითხების დაზუსტება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორსიო პარტნიორებთან.

გერმანიის დედაქალაქში ITB Berlin ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კონფერენციის უცხოელ პარტნიორებთან, სადაც ეკოტურიზმის ადმინისტრაციამ პარტნიორებს გააცნო კონფერენციის ჩატარების სამოქმედო გეგმა და მათთან ერთად განიხილა კონფერენციის ჩატარების სხვადასხვა დეტალები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.