თიბისი აგროდაზღვევის პროგრამაში ერთვება და ვაზს 50%-იანი თანადაფინანსებით აზღვევს
„თიბისი დაზღვევა“ უერთდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას და ფერმერებს სხვადასხვა კულტურების დაზღვევას სთავაზობს. თიბისი დაზღვევა დაზღვევას სტავაზობს ასევე მევენახეებს, დაზღვევა შესაძლებელია როგორც წითელი, ასევე თეთრი ვაზის.
თანადაფინანსება ვაზის შემთხვევაში 50%-ია, ყველა სხვა კულტურის 70%.
აგროდაზღვევის შეძენა ფერმერებს თიბისი ბანკის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონალურ ფილიალებში შეეძლებათ.
დაზღვეული მოსავალი დაცული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიც არის : სეტყვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი და საშემოდგომო ყინვა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ანხორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და მათთვის არსებული და შესაძლო რისკების შემცირებას.
www.travelingeorgia.ge