თბილისისა და ბათუმის საერთაშირისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია ტავ ჯორჯიას ხარისხის და გარემოს მართვის სისტემების განახლებული სერთიფიკატები მიენიჭა.
როგორც TAV Georgia-ში ამბობენ, ISO 9001:2015 და ISO 14001:2015 საერთაშორისო სერთიფიკატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ხარისხის და გარემოს მართვის სისტემების ეფექტურ ფუნქციონირებას კომპანიის საქმიანობაში.
ტავ ჯორჯია ISO სტანდარტების სერთიფიკატებს 2008 წლიდან ფლობს.
www.bpi.ge