ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რუმინული ავიაკომპანია TAROM საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს.
ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ TAROM-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 7 აგვისტოს მიანიჭა. ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. აქამდე რუმინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.
TAROM 1954 წელს დაარსდა. 2010 წელს, რუმინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდველი “SkyTeam“-ის ალიანსის წევრი გახდა. ავიაკომპანია ამჟამად ორმოცდაათამდე რეგულარულ და ჩარტერულ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.
www.travelingeorgia.ge