ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტაქსის მომსახურების ნებართვა 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი
17 აგვისტო, 2018

ტასის მომსახურების ნებართვის აღებას მსურველები 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეძლებენ. თბილისის მერმა ტაქსის მძღოლებს ნებართვის მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 15 აგვისტოს მონაცემებით, 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.

კახა კალაძის თქმით, ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ასევე, თბილისის ათივე გამგეობაში არის შესაძლებელი. „პირველი ოქტომბრიდან, ვისაც ლიცენზია არ ექნება, შეუძლებელია, მან ეს სერვისი განახორციელოს. ამიტომ, იაქტიურეთ, რეგისტრაციის დრო ჯერ კიდევ არის“, - განაცხადა თბილისის მერმა. ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ელექტრონული ფორმით 1 აგვისტოდან დაიწყო. პირველი ოქტომბრიდან ტაქსით მომსახურება უკვე ლიცენზირებული საქმიანობაა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.