ტაო კლარჯეთში პარხლის კედლის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას
ტაო კლარჯეთში პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები, სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები მიიღებენ მონაწილეობას.
თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 16 სექტემბრიდან დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება.
პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ქართველი ექსპერტები თურქ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწიეს.
„ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე.
სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ართვინის პროვინციაში. პარხლის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა.
www.bpi.ge