თამარ მეფის ხიდის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აწარმოებს.
თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოების დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტი პრობლემა გამოიკვეთა და მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია გადაწყდა.
„თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და გადაუდებელი წესით განვახორციელეთ შესყიდვა. როდესაც სამუშაოები დავიწყეთ, გამოჩნდა კიდევ უფრო მეტი პრობლემები - დაზიანებულია საყრდენები და კოჭები, შესაბამისად, ამ კონკრეტული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მოგვიწევს. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც იკვეთება, დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ბოდიში უნდა მოვუხადო მძღოლებს შეფერხებისთვის, მაგრამ ჩამონგრევის საშიშროება იყო. ამჟამად კი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოებს კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება.


www.travelingeorgia.ge