ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თაფლი ახმეტიდან - აგროტური საფუტკრე მეურნეობაში
02 აპრილი, 2018

კომპანია „თაფლიკაცი“, რომელიც ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს, ტურისტებს მეურნეობაში აგროტურს სთავაზობს.

სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ფუტკრის ცხოვრების ფილოსოფიას, მიიღონ მონაწილეობა საწარმოო პროცესში და დააგემოვნონ საკუთარი ხელით გამოწურული ნამდვილი თაფლი.

მეფუტკრეობის საწარმოში სეზონზე 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებენ. საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

საწარმოში ჯამურად 60 000 დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტს შეადგენს, 30 000 დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.