ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თაბორის მთაზე გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
11 დეკემბერი, 2018

თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა მიმდინარეობს. თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულების ფაზაშია.

ეს ფაზა კი გოლფის მოედნის მშენებლობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ თაბორის მთის პროექტი უპრეცედენტოა და გულისხმობს 402 009 კმ.მ რეკრეაციული სივრცის შექმნას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის.

აღნიშნული ტერიტორიის 95% იქნება გამწვანებული, რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნური ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 160 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება 2 საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 86 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.