ტაბაწყური - გამორჩეული სოფელი ტბის ირგვლივ, მის სილამაზესა და ლანდშაფტს მნახველი ყოველთვის აღფრთოვანებაში მოჰყავს. სოფელი ზღვის დონიდან 1991 მეტრზე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ასახულია ტაბაწყურის სიმშვენიერე.
.jpg)
ფოტოებზე ჩანს ადგლობრივი ბუნების გარდა რამდენად განსხვავებული და მიმზიდველია ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები და როგორ ერწმის იქაურ ბუნებას და ერთიანობაში განსაკუთრებულ ხედებს ქმნის.

ტაბაწყური ნამდვილად არის ის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ უახლოეს დღეებში ტაბაწყურისა და მიმდებარე სამ სოფლამდე მისასვლელი 23 კილომეტრიანი გზის მოხრეშვისა და დატკეპნის სამუშაოები დაიწყება და პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობის გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდება. მომავალი წლიდან ადგილობრივი მთავრობა ცენტრალურ გზაზე კაპიტალური სამუშაოების დაწყებასაც გეგმავს. გზის საფარის მოწყობა ეტაპობრივად განხორციელდება.

www.travelingeoergia.ge