ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სვანეთში გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს
22 ოქტომბერი, 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ახორციელებს. სააგენტოს მონაცემებით, 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.

არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, სააგენტოს დაფინანსებით დასრულდა მესტიაში, ლეხთაგში, სელას ქუჩაზე ეკლესიის მიმდებარედ, მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი.

შესრულებული სამუშაოების შედეგად, გაიწმინდა ნაგებობა გარშემო და ინტერიერში მიწისა და ჩახერხილობისგან. გადაეწყო მორყეული საპირე წყობის ქვები და აღდგა ძველი ქვის 30 %ის გამოყენებით. მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი. მოხდა კედლის საპირე წყობებს შორის შემავსებლის აღდგენა კირის დუღაბით.

სამუშაოები კომპანია „თაუერს+“-მა შეასრულა.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.