ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტუდენტის შექმნილი ახალი პროდუქტი - ნიგვზიანი თაფლი
30 მარტი, 2018

კომპანიამ „სამეფო თაფლი“ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა.

როგორც კომპანიის Facebook გვერდზე არის მითითებული მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა სამეფო თაფლის და ნიგვზეულის უგემრიელესი ნაკრებები კარფურის ქსელსა და ნიკორას დიდ მარკეტებში შეიძინოს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტი ჯანსაღია, ვიტამინების ნამდვილი საბადო და ენერგიის წყაროა.

კომპანია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს.

კომპანიის სულისჩამდგმელი აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, 20 წლის გიორგი გომელაურია. ახალგაზრდა ახმეტელი მეწარმე knews.ge-თან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თაფლს კაკლით, თხილით, ნუშით, მიწის თხილით, მზესუმზირით და ნიგვზით ამზადებს.

„ჩვენი პროდუქტი, ენერგეტიკული მიქსი სხვადასხვა სახეობის ნიგვზით არის დამზადებული, ეს "სამეფო თაფლის" ინოვაციაა. ეს არის საოცრად გემრიელი ნაკრები, ოთხი სახეობის ნიგვზეულით და სამეფო თაფლით. ასევე ვაწარმოებთ თაფლის ნუშით, ეს არის გემრიელი შერწყმა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან ნუში მდიდარია E და B ვიტამინებით, ომეგა 3-ით, მაგნიუმით და ა.შ. იგი საუკეთესოა კანის, გულსისხლძარღვთა სისტემის და ტვინის ფუნქციონირებისთვის. რაც შეეხება სამეფო თაფლის და ნიგვზის ნაკრებს, მდიდარია ვიტამინებით, მაგნიუმით და კალიუმით. ასევე ვაწარმოებთ სამეფო თაფლს მიწის თხილით, ეს არის გემრიელი, სასარგებლო და მაღალ კალორიული საკვები, რომელიც მდიდარია ამინომჟავებით, ფოლიუმის მჟავით, ვიტამინებით (A,C,D,E,B1,B2,PP,K) ნატრიუმით, მაგნიუმით და ა.შ. გვაქვს ასევე ინოვაცია, თაფლი და მოხალული მზესუმზირის გულებით ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში იყიდება და ყველგან განსხვავებული ფასები აქვს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ახალგაზრდა მეწარმემ.
გიორგი გომელაური 15 წელია მეფუტკრეობას მისდევს, თუმცა აქამდე ბიზნესსაქმიანობას არ ეწეოდა. ამ ეტაპზე კომპანიას თაფლი 320 მლ და 700 მლ ქილებში აქვს და რეალიზაციასსუპერმარკეტებში - კარფურში, ფრესკოში, გუდვილში, აგროჰაბსა და სხვა მაღაზიებში ახდენს.

მომავალში იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.