ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Somebody’s story – აი ეს არის მოგზაურობა
22 თებერვალი, 2019

ცხოვრება მოგზაურობაა, რომელიც გრძელდება სიკვდილამდე და რომლის მიზანი არა ჯანსაღი და კარგად მოვლილი სხეულით მისვლაა დასასრულამდე,  არამედ გაიარო ცხოვრების ყველანაირი ასპექტი, მათ შორის  კლუბების სტუმრობა, დაღლილმა და გათანგულმა ხმამაღალი შეძახილით: “აი ეს არის მოგზაურობა!”.

– თუ შეიძლება მოგვიყვეთ, როგორ დაიბადა «Somebody’s story»-ის პროექტის ისტორია?

– იდეა ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაჩნდა, მაშინ, როდესაც თურქეთში გავემგზავრე სამუშაოდ  ანიმატორად. 

თურქეთში არსებული სასტუმროები ახორციელებენ ისეთი მომსახურეობის გაწევას, რომელსაც დაერქვა “დისკოტური”. ასეთი სახის მომსახურება ითვალისწინებს სტუმრების შეკრებვას და ტრანსფერს (ტრანსპორტირებას) ქალაქის დისკოტეკამდე. 

ასეთი სახის მომსახურებას არა მარტო თურქეთი სთავაზობს, არამედ სხვა ქვეყნებიც, სადაც ტურიზმი სათანადოდ არის განვითარებული. 

მაშინ მე ვიყავი დამწყები ანიმატორი, რომლის მოვალებაში შედიოდა სტუმრების შეგროვება და დასასვენებლად ერთად გამგზავრება. როდესაც სეზონი მთავრდებოდა, მე უკან ვბრუნდებოდი საქართველოში და გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ არ არის საქართველოში ასეთი სახის მომსახურება. 

იმ დროს საქართველოში ტურიზმი განვითარების ეტაპზე იმყოფებოდა, ამიტომაც ასეთ სერვისი არ იქნებოდა მოთხოვნადი. გარკვეული დროის შემდეგ, მივატოვე კარიერა და დავბრუნდი სამშობლოში, სადაც მომივიდა აზრად გარდამექმნა თურქული დისკოტური, ადგილობრივი ბარების ტურებად.  

რა თქმა უნდა მე არ გახლავართ ასეთი სახის ტურების აღმომჩენელი, ბარების ტური დიდი ხნის წინ მოიგონეს ამერიკაში. აღნიშნული ტურები გვაძლევს შესაძლებლობას გავიცნოთ სხვადასხვა ერის წარმომადგენელი ადამიანები: როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსულები. მე მჯერა, რომ ამას სამყაროსთვის მხოლოდ კარგი და დადებითი მოაქვს.

როგორც კახა კალაძემ (თბილისის მოქმედი მერი) თქვა, საქართველოში უნდა განვითარდეს ღამის ცხოვრება, რათა ხალხს ჰქონდეს საშუალება მოინახულოს არა მხოლოდ ღირშესანიშნაობები, არამედ ღამის ქალაქის ხიბლიც, რადგან ჩვენი ქალაქი ულამაზესია დღის ნებისმიერ დროს. მისმა სიტყვებმა  შთამაგონა და გადავწყვიტე განმეხორციელებინა ჩემი ჩანაფიქრი, თურქეთში მიღებული გამოცდლების საფუძველზე, რისთვისაც მოვიწვიე ჩემი ადგილობრივი და უცხოელი მეგობრები, ჯამში 23 კაცი შეგროვდა. ზოგი მათგანი იცნობდა ერთმანეთს, ზოგი კი პირველად შეხვდნენ. 

სწორედ მათთან ერთად მოვსინჯე ამ ტურის განხორციელება, გადავიღეთ ვიდეო და ავტვირთეთ სოციალურ ქსელებში, რასაც მოჰყვა არაერთი დადებითი შეფასება. თვენახევარი  ვუვლიდი ქალაქს ბარების ძიებაში, რომლებიც მისცემდნენ ტურის მონაწილეებს სიახლის აღმოჩენის საშუალებას.  

– თუ შეიძლება გვითხრათ რა მიზანს ისახავს თქვენ პროექტი? 

– აღნიშნული იდეა და მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს უფრო მეტად გაუჩნდეთ ერთმანეთის მიმართ სითბო, მიიღონ ახალი ემოციები და შეიძინონ ახალი სანაცნობო წრე. დიახ, ჩვენს ტურში ფიგურირებს ალკოჰოლური სასმელები, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ჩვენს ტურებში ხირად მონაწილეობენ ისეთი პირები, ვინც არ სვავს საერთოდ, მაგრამ ეს არ უშლის მათ ხელს მიიღონ არანაკლები პოზიტიური ემოციები. ეს ტური ხომ იძლევა საშუალებას შეიძინონ ახალი ნაცნობები, მეგობრები, შესაძლებლობები და მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ შერჩებათ. ეს კი შეუფასებელია.  ჩვენს ტურში დაუჯერებელი და ჯადოსნური ამბები ხდება, სავსე სრული თავისუფლებით და იდილიით და ზოგადად შესანიშნავი გარემოა. ტურის ყველა სტუმარი გუნდისგან საჩუქრდება პერსონალური საჩუქრით. ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული ტურის შემდგომ მონაწილეს რჩება ფოტოსურათი ან მოკლე ვიდეოკლიპი. 

შემოგვიერთიდთ ინსტაგრამზე


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.