ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „ბადაგონი“ წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს
06 მარტი, 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, „ბადაგონის“ იმპორტიორი პარტნიორები კომპანიასთან კომერციულ ურთიერთობებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ და ყველა პროექტი მიზნობრივ ბაზრებზე წარმატებით განხორციელდება.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თავისუფლება აქვს.

„ბიზნესის ინტერესი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. თითოეული საწარმო უნდა მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს დამფუძნებლებს შორის.“ 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცახდებენ, რომ კომპანია „ბადაგონის“ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფინანსურ დავასთან ორ კერძო სუბიექტს შორის, რაც სამეწარმეო საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

„ბადაგონში“ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიზნესომბუდმენმაც. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ თბილისის სათაო ოფისი დროებით გადაინაცვლებს რეგიონში, სადაც კომპანიას გააჩნია ორი საწარმო.

მისივე თქმით, კომპანიის პარტნიორების ქმედებები, ძირითადად, შექმნილმა აჟიოტაჟმა განაპირობა და საგამოძიებო პროცესი „ბადაგონის“ ფუნქციონირებას ხელს არ უშლის.

„მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი კომპანიის ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კომპანიასა და დისტრიბუტორებს შორის არსებული ურთიერთობები. მნიშვნელოვანია, მოხდეს დაკვირვება იმ პროცესზე, რომ სახელმწიფო უწყების მოქმედებამ ხელი არ შეუშალოს საწარმოს ჯანსაღ ფუნქციონირებას. ეს არის ჩვენი მონიტორინგის მთავარი საფუძველი. კომპანიის ირგვლივ განვითარებულმა გარკვეულმა აჟიოტაჟმა ხელი შეუშალა დისტრიბუტორთან ურთიერთობას, საგამოძიებო მოქმედებებს გავლენა ამ პროცესზე არ აქვს,“-აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

აღნიშნა, რომ პრემიერის დავალებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი „ბადაგონის“ საკითხს აქტიურ მონიტორინგს უწევს.

შეგახსნებთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ღვინის კომპანია “ბადაგონის” დიდი ოდენობით წილის მითვისების ფაქტზე დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.