უკრაინული ახალი ავიაკომპანია SkyUp-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყებას 1 ივნისიდან გეგმავს. როგორც უკრაინული მედიის ცნობით, SkyUp-მა უკრაინის საავიაციო ხელისუფლებას უკვე მიმართა.
საერთაშორისო მიმართულებების ჩამონათვალში ბათუმიცაა.
როგორც ცნობილია ავიაკომპანია SkyUp-ი კიევის ჟულიანის აეროპორტში იქნება ბაზირებული.
SkyUp-მა სამომავლოდ 5 ერთეულ Boeing 737 MAX-ზე გააკეთა შეკვეთა, რომლის ღირებულებაც 624 მლნ დოლარია.
შეკვეთა ორ Boeing 737 MAX 8-სა და სამ Boeing 737 MAX 10-ს მოიცავს, რომელსაც Boeing-ი დამკვეთს სიეტლის ქარხნიდან 2023 წლისთვის მიაწვდის.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მათ გეგმაშია ფრენების შესრულება სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, აღნიშნული მოდიფიკაციის თვითმფრინავებს შედარებით მცირე საოპერაციო ხარჯი გააჩნიათ, რაც საბოლოო ჯანზე ავიაბილეთების ფასზეც ჰპოვებს ასახვას.
www.travelingeorgia.ge