ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სიღნაღში ისტორიული შენობების, სახელმწიფო და კერძო ობიექტების რეაბილიტაცია იგეგმება
27 აპრილი, 2018

წელს სიღნაღში ისტორიული შენობების, სახელმწიფო და კერძო ობიექტების რეაბილიტაცია იგეგმება. 

Knews-ს მერიაში განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტში გზებისა და ქუჩების, ასევე, ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოებზე 100 ათასი ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციისთვის, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება.

"დაგეგმილია გზის რეაბილიტაცია და 11 ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს დაზიანებული ქვაფენილების აღდგენას, შენობის ფასადების შეღებვას, რიკულებიანი აივნების ახლით ჩანაცვლებას. დაზიანებული ქუჩების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ საორიენტაციოდ გათვალისწინებულია 100 000 ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შესყიდვა, რომლის დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე", - აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ისტორიული შენობების, სახელმწიფო თუ კერძო ობიექტების რეაბილიტაციის პროექტი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, რომელზეც, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი დაიხარჯა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.