ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„შუამთას“ თელავში წარმოებული ყველი ამერიკის ბაზარზე წარმატებით იყიდება
19 თებერვალი, 2018

თელავში დამზადებული ქართული ყველი აშშ-ში წარმატებით იყიდება. კომპანია „შუამთა“, რომელიც 22 სახობის ეკოლოგიურად სუფთა ყველს ამზადებს, გაყიდვებით კმაყოფილია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლევან ბეჟანიშვილი knews.ge-სთან აცხადებს,  ქართულ ყველზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი მოთხოვნაა.

„ჩვენი ყველი ამერიკის ბევრ შტატში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რეალიზაციის პრობლემა არ არის. რძე, რომლისგანაც მზადდება ყველი, არის ხარისხიანი და შესაბამისად გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ყველს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სუპერმარკეტში ვყიდით“, - ამბობს ლევან ბეჟანიშვილია. 

საწარმოში სულგუნის 10 სახეობას, პრესილ ყველს შვეიცარული და ჰოლანდიური ტექნოლოგიით ამზადებენ, რძეს კი მცირე ფერმერებისგან იბარებენ. საწარმოში ასევე არის შებოლილი ყველის, ჭყიტის, ნადუღში სულგუნი წარმოების შესაძლებლობა.

საწარმო აღჭურვილია პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ყველა დანადგარით. დანერგილია HACCP-ის სისტემა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.