ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შიდა ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის
15 დეკემბერი, 2017
წლის მესამე კვარტალში ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტების ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდიოდა. სტატისტიკის სამსახურის  ინფორმაციით, თბილისზე ვიზიტების 21% მოდიოდა, 16,5% მოდიოდა იმერეთზე, 15,9% კი აჭარაზე. 

ვიზიტების საერთო რაოდენობის 6,5% განხორციელდა კახეთში, ხოლო 8,4% კი სამეგრელო ზემო-სვანეთში. ვიზიტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში. 

რაც შეეხება კმაყოფილების დონეს, ვიზიტორების უმრავლესობა (49%) ვიზიტით კმაყოფილი დარჩა, 36% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 12,4% კი არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო, გამოკითხული ვიზიტორების 1,8% ამბობს რომ ვიზიტით უკმაყოფილოა, ხოლო 0,3% კი ძალიან უკმაყოფილო. 

ვიზიტების მიზანს უმეტესად მეგობრის და ნათესავის მონახულება წარმოადგენს (45%) ვიზიტორების 19,2%-სთვის კი გართობა და რეკრეაცია, 9,9%-სთვის მკურნალობა, ხოლო 13,3%-სთვის შოპინგი. 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.