ბორტზე სითხის ატანა შეზღუდული რაოდენობით არის შესაძლებელი. თუ გსურთ, უსაფრთხოების შემოწმება შეფერხების გარეშე გაიაროთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რჩევების მიხედვით უნდა დაიცვათ "100 მილილიტრის წესი".
აეროპორტი შეგახსენებთ:
ნებისმიერი სახის თხევადი მასალა (ეს შეიძლება იყოს ჟელე, გელი, კბილის პასტა, კრემი, შამპუნი, ლოსიონი, თხევადი კოსმეტიკა და ა.შ.) ხელბარგში დაშვებულია მაქსიმუმ 100 მილილიტრიანი კონტეინერებით ცალ-ცალკე (ჯამში მაქსიმუმ 1 ლ. მოცულობის სითხე).
სითხეები მოთავსებული უნდა იყოს გამჭვირვალე, ჰერმეტულად დახურულ, შესაკრავიან, პოლიეთილენის პარკში;
უსაფრთხოების შემოწმების გავლისას, სითხეების შესანახი პარკი უნდა ამოიღოთ ხელბარგიდან და ცალკე დადოთ თქვენს ნივთებთან ერთად;
ვრცელდება გამონაკლისები ბავშვების საკვებზე და მედიკამენტებზე;
100 მლ-ის წესი არ მოქმედებს Duty Free მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებზე.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge