თბილისი შემოდგომაზე მუსიკალური ჰანგების ქალაქი გახდება. ზუსტად 7 აგვისტოდან სტარტს „შემოდგომის თბილისი“ აიღებს.
ფესტივალის ორგანიზატორები 26-წლიანი ფესტივალის განსაკუთრებულ პროგრამას გვპირდებიან.
„წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს, ბევრი საიუბილეო თარიღი - ანსამბლ „რუსთავს“ 50 წელი უსრულდება, ორკესტრი 25 წლის ხდება. წელს მოწვეული იქნება ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენს ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ეს ძალიან დიდი საჩუქარია, როგორც მუსიკის მოყვარულებისთვის, ასევე თბილისის სტუმრებისთვის და ზოგადად, დედაქალაქისთვის. აქტიურად ვთანამშრომლობთ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან, რომ მომავალ წელს ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და ფორმატი შეიცვალოს“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
ფესტივალის ფარგლებში, ათი კონცერტი გაიმართება. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარსდგებიან.
ფესტივალი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით იმართება და 15 ოქტომბერს დასრულდება.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა, თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და თბილისის მერიამ დააფუძნა.
ფესტივალი მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძეა.
www.travelingeorgia.ge