ახალ წელს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ, არც საქართველო ჩამორჩება სხვა ქვეყნებს საახალწლო ტრადიცებით. მაშინ როცა მთელი მსოფლიო ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობს, ჩვენთან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ახალი წელი გაცილებით გვიან, 14 იანვარს დგება.
ახალი წლის ამ დღესასწაულს ძირითადად გურიაში აღნიშნავენ და მას „კალანდობას“ უწოდებენ. სიტყვა კალანდა კი რომაული სიტყვიდან მოდის, რაც ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს.
გურიაში ახალ წელთან დაკავშირებით უამრავი ტრადიცია არსებობს, მათ შორის განსახვავებული კერძები და რიტუალებია.
თბილისში, 13 იანვარს ამ გურულ გარემოს მთაწმინდის პარკში ქმნიან. ტრადიციული ქართული გარემო, არაყის გამოხდის ცერემონია, ღვინის დეგუსტაცია, ჩურჩხელის ამოვლება, თაფლისა და ტკბილეულის ნაირსახეობები, თემატური ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული ფოლკლორული მუსიკა – ეს ყველაფერი მთაწმინდის პარკში, მთავარ მოედანზე დაგხვდებათ და შეგიქმნით ნამდვილი ქართული ახალი წლის განწყობას.
ასე რომ, არ გამოტოვოთ ეს დღესასწაული. აუცილებლად ეწვიეთ მთაწმინდის პარკს 13 იანვარს 12:00 საათიდან და დატკბით კალანდობის დღესასწაულით.