ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შაორის ტბის განვითარებით არაბებთან ერთად ებრაელი ინვესტორებიც დაინტერესდნენ
19 მაისი, 2017

შაორის ტბის განვითარების სივრცითი მოწყობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანიას ეკონომიკის სამინისტრო თვის ბოლომდე გამოავლენს. ამის შესახებ „კომერსანტს" რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, სამინისტროს მიერ შერჩეული კომპანია ზოგადად რაჭის განვითარების სივრცითი მოწყობის გენერალურ გეგმაზე იმუშავებს, რომლის დასრულების შემდეგ მოხდება ინვესტორებისთვის საინვესტიციო წინადადების შეთავაზება.

მარგველიძის განმარტებით, შაორის ტბის განვითარებისთვის ინვესტორების დაინტერესება მაღალია. დაინტერესებულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები, მათ შორის, არაბები და ისრაელელები.

როგორც ცნობილია, „საპატრნიორო ფონდმა" აუდიტორულ კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტულ პოტენციალზე მუშაობა გასულ წელს დაასრულა. დოკუმენტში აღწერილია განვითარების გეგმა, საუბარია შაორის, უწერის და შოვის განვითარებაზე.

შაორის ტბის განვითარების პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს შემუშავდა. პროექტი კურორტის შექმნას ითვალისწინებდა 3 სათხილამურო ფერდობითა და გასართობი ატრაქციონებით.

შეგახსენებთ, შაორის ტბა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.